|
2019-06-05 12:14:25, 1919 ნახვა
სამართალი
შსს მომსახურების სააგენტო Cieca-ს 51-ე კონგრესს უმასპინძლებს
პირველად საქართველოში, მძღოლთა ტესტირების ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Cieca 5-8 ივნისს თბილისში კომისიის კონგრესს ჩაატარებს. წელს, 51-ე კონგრესს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მასპინძლობს. "თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის"- ამ თემაზე მსოფლიოს 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი იმსჯელებს. კონგრესს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე გახსნის და საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების დელეგატები საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებს წარადგენენ. გარდა ამისა, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით არსებული სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა. Cieca მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 37 ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს აერთიანებს. 2014 წლიდან საქართველო Cieca-ს წევრია. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს. CIECA-ს უმთავრესი მიზნებია: ავტომობილის მართვის სტანდარტების სრულყოფა, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, მძღოლთა განათლება და ტესტირება, მიღებული მართვის მოწმობის სანდოობის განმტკიცება და მისი საერთაშორისო აღიარების მხარდაჭერა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სისტემატურად თანამშრომლობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მონაწილეობას იღებს Cieca-ს მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესში. აღსანიშნავია, რომ საგზაო უსაფრთხოების თემა და ამ გამოწვევასთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყებამ დაიწყო სოციალური კამპანია "#მეტისიცოცხლისთვის". 2019 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტენსიურ აქტივობებს გეგმავს. მათ შორისაა გზებზე "ჭკვიანი" ვიდეოკამერების დამატება (2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება), ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების გაზრდა, ავტომობილის ნომრის ამომცნობი ინოვაციური მობილური სისტემების დანერგვა და საკანონდებლო ცვლილებები, რაც გარკვეულ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)