06:12 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 12:05:15, 2171 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: დელიმიტაციის განახლების საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის დღისწესრიგში მუდმივად დგას

 „დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღისწესრიგში“, - ამი შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დავით გარეჯის თემაზე სპეკულაციები ორივე ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„კიდევ ერთხელ მინდა, რომ საზოგადოებას მოვუწოდო, დავით გარეჯის თემა არის მართლაც მგრძნობიარე საკითხი და ამ საკითხებზე ზედმეტი სპეკულაციები მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია და ამიტომ აუცილებელია, რომ კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში გააგრძელოს მუშაობა. რაც შეეხება საკითხს, ეს თემა, დელიმიტაციის საკითხი მუდმივად დგას საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის დღისწესრიგში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი თანამდებობის პირის ვიზიტი ხორციელდება აზერბაიჯანში ან რომელი თანამდებობის პირთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. როდესაც გავდივართ ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, იქ არის მთელი ჩამონათვალი და ბუნებრივია, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლების საკითხი არის ურთიერთობის დღისწესრიგის მნიშვნელოვანი მიმართულება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics