06:12 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 11:21:44, 2362 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - მიხეილ სააკაშვილის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილი ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის, პრესმდივანმა, იულია მინდელმაც „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

„ჩვენ ვგეგმავთ ერთად შევკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები განახორციელონ. ვფიქრობ, არა მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებას ადევნებდა თვალს იმ ძირეული ცვლილებებს რომელიც საქართველომ განიცადა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველოს გამოცდილება და ცოდნა საინტერესო იქნება უკრაინისთვის. აქ საუბარი არაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ასევე თანამშრომლობაზე ოფიციალურ სტრუქტურებთან", - განაცხადა იულია მინდელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics