|
2019-06-04 23:56:56, 2577 ნახვა
პოლიტიკა
რებეკა ჰარმსი თამარ ხულორდავას: დაუჯერებელია, თბილისი პრაიდის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოზიციაა
„დაუჯერებელია, რომ ეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პოზიციაა“, - წერს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის პოსტს აზიარებს, რომლის თანახმად შსს-ს შეუძლებლად მიიჩნია თბილისი პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა. რებეკა ჰარმსი ტვიტერის საკუთარ გვერდზე და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის პოსტს აზიარებს, რომლის თანახმად, შსს-ს შეუძლებლად მიაჩნია "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა. რებეკა ჰარმსმა ტვიტერზევე მონიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, რომელმაც თავის მხრივ, ასე უპასუხა ევროდეპუტატს: ევროპარლამენტარი კი პასუხად წერს, რომ მას უჭირს დაიჯეროს საქართველოს მთავრობის პოზიცია პრაიდთან დაკავშირებით, რაზეც Twitter-ის სხვა მომხმარებლები პასუხობენ, თუ რა პასუხს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პრაიდის ორგანიზატორები. რებეკა ჰარმსმა ტვიტერზევე მონიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, რომელმაც ასე უპასუხა: ევროპარლამენტარი პასუხად წერს, რომ მას უჭირს დაიჯეროს საქართველოს მთავრობის პოზიცია პრაიდთან დაკავშირებით, რაზეც Twitter-ის სხვა მომხმარებლები პასუხობენ, თუ რა პასუხს იღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პრაიდის ორგანიზატორები. გიორგი თაბაგარი კი ფეისბუკის გვერდზე ხულორდავას პასუხს სამარცხვინოს უწოდებს და წერს: „ნაცვლად იმისა რომ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ხულორდავა დაინტერესებულიყო მიმდინარე პროცესებით, ქვეყნის იმიჯის შელახვაზე ესაუბრება ევროპელ კოლეგას“.შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს ვერ მისცა „ღირსების მარშის“ უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია და მათ ღონისძიების დახურულ სივრცეში ჩატარება შესთავაზა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)