12:22 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 18:42:39, 976 ნახვა

პოლიტიკა
ქანთარია: ექსკურსიებთან დაკავშირებული კანონის მიღება მძღოლებს სანთლით საძებნელს გახდის და საჭესთან დირექტორები დასხდებიან

„ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებლია და მას ვერ ავკრძალვათ. ისე ხომ ვერ გავაკეთებთ, აგური მოხვდა ადამიანს თავში და მოდი აგური დავარბილოთ ან აგური ავკრძალოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასკოლო ექსკურსიების რეგულაციებთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტი ექსკურისების მოწყობის გაძვირებას გამოიწვევს.

„პრინციპებზე გეთანხმები, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ავტობუსი უნდა იყოს მწყობრში და თუ დიდ მანძილზე მიდის, თან სათადარიყო მძღოლი ახლდეს, მაგრამ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მაქვს კითხვები - თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, მძღოლი სანთლით საძებნელი იქნება ან ისეთ ფასს დაადებს, რომ სკოლას გადახდა გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება. ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებლია და მას ვერ ავკრძალვათ. ისე ხომ ვერ გავაკეთებთ, აგური მოხვდა ადამიანს თავში და მოდი აგური დავარბილოთ ან აგური ავკრძალოთ. თუ მძღოლმა ყოველ 10 დღეში ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ასაღებად უნდა ირბინოს, ბუნებრივია, იტყვის, რომ მას ამის გაკეთება არ უღირს. საქართველოში არ მინახავს ავტობუსი უკანა ხედვის საშუალებებით, პრობლემა ესეც შეიძლება გახდეს. რაკი ასეთი კანონის მიღება სპეციალურად ექსკურსიებისთვის ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ განათლების სამინისტროს აიპ-ი შეიქმნას, სადაც იქნებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლები და ეყოლებათ ავტობუსები. ამ კანონის მიღება ადვილია, კი ბატონო მივიღოთ, მაგრამ მისი განხორციელება, მიღების შემთხვევაში მძღოლის ფასიც იქნება ძალიან დიდი  და ის კაცი გათვლის ყველაფერს და არ მინდა იტყვის. მოდით, შევჯერდეთ და ეს ვადები გადავიწიოთ“, - აღნიშნა ნუკრი ქანთაირამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics