|
2019-06-04 14:53:59, 1873 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საწარმოთა საქმიანობის სტატისტიკა ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს ბიზნესაქტივობა გაზრდილია
„საწარმოთა საქმიანობის შედეგები ცალსახად აჩვენებს, რომ 2019 წელს საქართველოში ბიზნესაქტივობა გაზრდილია, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაბილურობით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემოთი, ასევე სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგები. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. „საქსტატის" თანახმად, ბიზნესსექტორის ბრუნვა საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27,5 პროცენტით გაიზარდა და 22.9 მლრდ ლარი შეადგინა. ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9.0 პროცენტით და 9.5 მილიარდ ლარს მიაღწია. საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა და გამოშვება გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 8.9%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 6.1%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 11.8%), ხელოვნების, დასვენების და გართობისა (ზრდა 29.7%) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (ზრდა 32.6%) სექტორებმა შეიტანეს. ეკატერინე მიქაბაძე ასევე ამახვილებს ყურადღება ბიზნესის მიერ საანგარიშო პერიოდში შექმნილ სამუშაო ადგილებზეც. კერძოდ, ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 8.4%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 9.5%), ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (ზრდა 4.1%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 3.8%) სექტორები. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ეკონომიკური ზრდის პროცესში. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბოლო პერიოდის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად მოქმედებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების პროცესზე.
„ჩვენ მიერ 2016 წლიდან ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომპლექსური სტრატეგია და რეფორმები მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. შედეგად, ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება აღნიშნული სექტორის კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ. „საქსტატის" თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.0 პროცენტით, ამასთან, საშუალო საწარმოების - 8.3%-ით, ხოლო მცირე საწარმოების - 16.7%-ით.
(NS)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)