2019-06-04 09:55:45, 1390 ნახვა
რეგიონი
სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ბექა ჭაბაშვილი დაბადების დღის სუფრიდან მეგობართან ერთად უკან ბრუნდებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ჭაბაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი იარაღით, სავარაუდოდ ქვით ჰქონდა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან