11:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 02:53:12, 881 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ

მე გპირდებით, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებშიც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ  შევძლოთ და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ ისე, რომ მან შეინარჩუნოს პირვანდელი იერსახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ის, რის გამოც თბილისი ყველას უყვარს.

"ყველაზე ემოციური გახლავთ ის, რომ ამდენ ბედნიერ და მომღიმარ ადამიანს ვხედავ. ეს არის ის, რაც საქართველოში დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. სიყვარული და  ერთმანეთის გვერდში დგომა, ვინაიდან თუ არის ერთსულოვნება, არის წარმატებაც და დღევანდელი დღე  ამის მაგალითია. მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც დავაანონსეთ ორბელიანის რეაბილიტაცია და ვთქვით, რომ ასე მოკლე ვადებში მერია, კახა და მისი გუნდი შეძლებდა ამ პროექტის დასრულებას, არსებობდნენ სკეპტიკოსები. ისინი ყოველთვის არსებობენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ როდესაც არის ერთსულოვნება, როდესაც არის მოტივაცია, ჩვენ შეგვიძლია ასეთ მოკლე დროში ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, კახა კალაძესა  და მის გუნდს, მაღალი პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პროექტები, რომელსაც წელს თბილისის მერია ახორციელებს, ასეთივე წარმატებით დასრულდება.

ორბელიანის ქუჩის გახსნის ღონისძიებაზე მოქალაქეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა მიმართა. კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და  პარლამენტის წევრები, ასევე   ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics