03:45 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 15:02:52, 888 ნახვა

რეგიონი
რაჭაში, ტყეში გაუჩინარებული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში ვეტრმფრენი ჩაერთო

რაჭაში, ამბოლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ რავის მიმდებარედ არსებულ ტყეში გაუჩინარებული 23 წლის მამაკაცის სამძებრო და საძიებო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.

ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე „ლუხუნის“ ხეობასა და მთებში ახორციელებენ.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახური და პოლიცია ნიკო ჯელაძის საძიებო და სამძებრო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს. საძიებო ტერიტორიაზე არსებული ურთულესი რელიეფის გამო, პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და მთის ფერდობზე არსებული ტყის მასივისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics