2019-06-03 12:49:16, 1436 ნახვა
სამართალი
ზაჰესში დაკარგული 3 წლის ბავშვი პოლიციამ იპოვა
დღეს დილით ზაჰესში დაკარგული 3 წლის ალექსანდრე პოლიციამ უვნებელი იპოვა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო პოლიცია და ბავშვის პოვნა მოხერხდა.
3 წლის ალექსანდრე დღეს დილით ზაჰესში მას შემდეგ დაიკარგა, რაც მშობლებთან ერთად ეზოში, კორპუსის მიმდებარედ სეირნობდა. ბავშვი მოულოდნელად გაიქცა და მისი პოვნა ვერ შეძლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,