|
2019-06-03 12:18:18, 6752 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო
სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ მსჯავრდებული გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობაში იყო დამნაშავე, თუმცა სასამართლომ ბრალდების პოზიცია არ გაიზიარა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. „დღეს, 2019 წლის 3 ივნისს, თბილსის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სააპელაციო საჩივრების განხილვა 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. სასამართლომ განაჩენი არასრულწლოვან გ.ბ.-ს მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. რაც შეეხება, არასრულწლოვან გ.ჯ.-ს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალების მხარის არგუმენტაცია და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა შემდეგი: 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად დაუდგენელ პირთან, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. განაჩენი შესძლებელია გასაჩვრდეს უზენაეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)