16:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 10:34:49, 597 ნახვა

რეგიონი
ბრიტანულ მედიაში აჭარაზე სტატიები და ბლოგები გამოქვეყნდება

ბრიტანელი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. წამყვანი ბრიტანული ონლაინგამოცემების წარმომადგენლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს. რეგიონის ისტორიასა და წარსულს ჟურნალისტები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაეცნენ.  გარდა ბრიტანელი ჟურნალისტებისა, მაისში რეგიონს მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები პოლონეთიდან, ისრაელიდან და ბელარუსიდან სტუმრობდნენ. უახლოესს პერიოდში კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გერმანიიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ელოდება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი მოწვევით1000-ზე მეტი ბლოგერი, ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია  ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახონ ის ტურისტული პროდუქტები, რასაც ვთავაზობთ პოტენციურ ტურისტებს რეგიონში სტუმრობისას. ბუნებრივია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაწილი ჩვენი კამპანიებისა, რადგან მილიონობით აუდიტორიაზე გადის ჟურნალისტების მიერ პირველწყაროდან მიღებული ინფორმაციები. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო მედიატური დიდი ბრიტანეთიდან. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნებისმიერი მსგავსი ტიპის აქტივობებს ევროპული ქვეყნებიდან, რადგან ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია მეტი ევროპელი ტურისტი რეგიონში. წელს, პირველად გვემატება ჩარტერები სამი ევროპული ქვეყნის დედაქალაქიდან, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვასა და რეგიონის პოპულარიზაციას“, -  აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics