2019-06-03 10:01:22, 588 ნახვა
რეგიონი
დღეიდან 7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
უწყების ცნობით, რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე.
„გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან