|
2019-06-02 12:00:44, 969 ნახვა
რეგიონი
ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება
ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება, მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდს ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. ანაკლიასა და განმუხურში უკვე დასრულდა გამწვანების, განათების სამუშაოები და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი. ამჟამად ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ზღვამდე მისასვლელი ბილიკები და ველობილიკები. მიმდინარეობს ენგურის ხიდთან მდებარე კაფე-რესტორნის სრული რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება განმუხურის აკვაპარკში. უკვე დასრულდა ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში კი ამ გზის დამატებითი პერიმეტრების რეაბილიტაცია დაიწყება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)