|
2019-05-31 17:15:13, 1393 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ენმ-მ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, დასკვნით სიტყვაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, დადგნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიღმა და მხარი დაუჭირონ ეროვნულ იდეას. „ორი დღის წინ ამ დარბაზში ძალიან მნიშვნელოვან კანონმდებლობას ეყარა კენჭი. ეროვნულ იდეას - განათლებას. მე მსურს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ამავე დროს გითხრათ, რომ ეს იყო საკითხი, რომელზეც მქონდა იმედი, რომ შეძლებდით და გამოხვიდოდით ვიწრო პარტიული ინტერესების ჩარჩოდან. ეს ეხება ყველას, როგორც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, ასევე პარლამენტს გარეთ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას, განათლებას და საქართველოს მომავალს. მე მინდა ყველა მასწავლებელმა, მოსწავლემ, მათმა მშობლებმა, პროფესორებმა, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ბიუჯეტის მეოთხედის გამოყოფას განათლებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ბატონო რომან, თქვენ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი იყავით ერთადერთი, რომელიც წახვედით წინააღმდეგ. თქვენ გაქვთ მეორე შანსი, რომ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროთ საქართველოს მომავალს. იმ მომავალს, რომელიც საშუალებას მოგვცემ დავძლიოთ ყველაფერი ის, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. ყველას მოვუწოდებ, დადგეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჩარჩოების მიღმა. დადგეს იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებია. მხარი დავუჭიროთ ეროვნულ იდეას, განათლებას, საქართველოს მომავალს და ერთიან წელში გამართულ საქართველოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)