|
2019-05-31 17:14:42, 1021 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: მცირე და ეფექტური მთავრობის იდეა მუნიციპალიტეტებისთვაც მისაბაძი გამოდგა
„2012 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასებსა და საჯარო ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის გაწეულ ადმინისტრაციულ დანახარჯებზე მოდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტის 16 %, 2018 წლის მონაცემებით კი ამ რიცხვმა მხოლოდ 11 % შეადგინა“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა . მისი თქმით, თუ შევადარებთ მუნიციპალურ დონეზე საჯარო მოხელეებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე არაკომერციული იურიდიული პირების რაოდენობას 2012 წლამდე არსებულ მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, რაოდენობა გაზრდილია და ეს ზრდა საგრძნობია. თუმცა, ამ შედარების დროს, უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფრის განმაპირობებელ ფაქტორებზე. „ 2012 წლის შემდეგ, როცა საბავშვო ბაღების მომსახურება უფასო გახდა საბავშვო ბაღებში იმავე წელს ჩარიცხული ბავშვების რიცხვი 20%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს ბაღების მოვლაზე გაზრდილ ხარჯებს და რაც მთავარია, ბაგა-ბაღებში დასაქმებულების რაოდენობის ზრდას. გარდა ამისა, გურჯაანში გაიზარდა მყარი ნარჩენების შეგროვებისა და სრულფასოვნად მართვის არეალი, რამაც ასევე გაზარდა ამ პროცესში ჩართული ადამიანების რიცხვი და დანახარჯიც. მყარი ნარჩენების გატანა ახლა უკვე არა მხოლოდ ქალაქსა და დიდ სოფლებში, არამედ ყველა დასახლებულ პუნქტში ხდება. გაიზარდა ასევე სასწრაფო სამედიცინო მომსახურების დატვირთვა და დაფარვის არეალი. ამ მიმართულებით მეტი რესურსი იხარჯება მუნიციპალიტეტში. მოიმატა იმ პერსონალის რიცხვმაც, ვინც არიან სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სერვისის მიმწოდებლები. გაიზარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე სხვა სააგენტოების თუ აიპ-ების მუშაობის არეალიც. ესეც აისახება თანამშრომლების რაოდენობის ზრდაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მისი თქმით, მიზეზების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, თუმცა სამუშაოების მოცულობის და თანამშრომლების ზრდა გურჯაანში მაინც არ აისახა საჯარო მოხელეების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე, იმიტომ რომ შემცირდა ე.წ. კონტრაქტორების რაოდენობა და მერია ცდილობს ოპტიმიზაცია მოახდინოს ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, რადგან მცირე და ეფექტური მთავრობის იდეა მუნიციპალიტეტებისთვაც მისაბაძი გამოდგა. „სამწუხაროდ, დღეს საჯარო სამსახური ისეთი პრესტიჟული აღარ არის და დიდი კადრების გადინების მაჩვენებელია მუნიციპალურ დონეზე. ეს არა მარტო გურჯაანის პრობლემაა. მაგრამ ფაქტია, რომ საჯარო სფერო კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს და ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა, სწორედ კვალიფიციური და გამოცდილი კადრების შენარჩუნებაა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ამ პრობლემის დაძლევაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რადგან იმ კანონებს, რასაც ჩვენ ვიღებთ, შესაბამისი, მაღალი დონის აღსრულება სჭირდება ყველა დონეზე. ამ საკითხებზე მსჯელობაში მე მზად ვარ მაქსიმალურად ჩავერთო, ნებისმიერ ფორმატში და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას ამ კუთხითაც შევხედოთ“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
(NS)
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)