12:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 17:49:27, 540 ნახვა

საზოგადოება
სევდია უგრეხელიძე: შოთა რუსთაველის სახელის დახურდავება საჭირო არაა

"შოთა რუსთაველი ასეთ დახმარებასა და წახალისებას არ საჭიროებს, იმდენად მსოფლიო მნიშვნელობის არის რომ მისი სახელის დახურდავება საჭირო არაა",-ასე შეაფასა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ თბილისის  საერთაშორისო აეროპირტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება.

უგრეხელიძე ითხოვდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი დარქმეოდა, ვინაიდან უგრეხელიძის შეფასებით, იგი საქართველოს უახლეს სახელმწიფოებრივ წინსვლასთან ასოცირდება.

ამასთან, უგრეხელიძის განცხადებით, თუკი წინააღმდეგები იქნებოდნენ ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების, შეეძლოთ, ნოე ჟორდანიას სახელი დაერქმიათ, ვინაიდან, მისი თქმით, ტურისტს, რომელიც საქართველოში შემოვა, აეროპორტის სახელი საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შესახებ რამეს უნდა ეუბნებოდეს.

„ინიციატივა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ  ჯერ კიდევ შარშან ძველ საკრებულოში იყო დაყენებული, მაგრამ იგი დაიბლოკა მაშინდელი უმრავლესობის მიერ, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამმა იმოქმედა. საქართველოს სამი პრეზიდენტი ჰყავდა და სამივემ მხოლოდ დაუშავა და სამივე ცუდი პრეზიდენტი იყო. აქედან გამომდინარე ეროვნული ხელისუფლების მიმართ და ზვიად გამსახურდიას მიმართ ამ ხელისუფლების დამოკიდებულება გასაგებია. რაც შეეხება ჩემს მოტივაციას, ის ემყარება იმას, რომ აეროპორტი არის ადგილი, სადაც პირველად დადგამს ფეხს ყოველი ჩამოსული ადამიანი და აუცილებელია, რომ მისი სახელი ეუბნებოდეს რამეს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შესახებ. პრეზიდენტ გამსახურდიას სახელი შესაფერისი იქნებოდა, თუმცა შეიძლებოდა ყოფილიყო ჟორდანიას სახელიც. ყველა ეს სახელწოდება აჯობებდა წარსულში ყურებას, ვინაიდან, ჩემი ღრმა რწმენით, შოთა რუსთაველი არ საჭიროებს ასეთ წახალისებასა და დახმარებას, იმდენად დიდია და იმდენად მსოფლიო მნიშვნელობის არის, რომ მისი სახელის დახურდავება არაა საჭირო. საქართველოს სჭირდება, მსოფლიომ ნახოს, რომ მას თანამედროვე ეპოქაში, გასულ საუკუნეში გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები ჰყავდა“, - განაცხადა უგრეხელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics