|
2019-05-31 14:44:29, 1165 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ფართომასშტაბიანი კამპანიის „მაისის გაზომვების თვე 2019“ დახურვა მიმდინარეობს
ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი კამპანიის „მაისის გაზომვების თვე 2019“ დახურვა მიმდინარეობს. დღეს ჰიპერტენზიის სკრინინგის აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა. ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელ ქალთა კვლევა –გულსისხლძარღვთა სისტემის რისკის შესაფასებლად დინამიკაში. გასინჯვებში მონაწილეობას მიიღეს აკად. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა. 1 ივნისს 12:00 საათზე საექიმო გასინჯვები წინამძღვრიშვილის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმების მონაწილეობით ჩატარადება შუახევის მუნიციპალიტეტის ხიჭაურის საუბნო ამბულატორიასა და გვირაბის მშენებელთა ორგანიზებულ პოპულაციაში. 2 ივნისს 13:00 საათზე კი ჰიპერტენზიის სკრინინგი მოეწყობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფელის დასახლებაში. ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველი წლის 17 მაისს, რომლის მნიშვნელობასაც ხაზი ესმება მსოფლიო კამპანიით - ,,მაისის გაზომვების თვე’’. საქართველო 90 ქვეყანასთან ერთად, წელს უკვე მესამედ უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას. კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 2017-2018 წლებში 20 000 მდე ადამიანმა გაიზომა და შეაფასა წნევა, რომელიც მიღწეულია 500-მდე მოხალისე ექიმის მონაწილეობით. 2018 წელს ჟურნალ ,,ლანცეტში“ გამოქვეყნდა 2017 წლის შედეგები, ხოლო ახლახან გამოცემულ European Heart Journal-ში 39 ქვეყანას შორის საქართველოს მონაცემებიც დაიბეჭდა. არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)