10:39 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:55:32, 917 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახლო პერიოდში გაიზრდება

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ გაფართოვდება იქნება მაღალი სტანდარტი, რაც პარტნიორებს სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანქციების გატარების საშუალებას მისცემს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრემიერმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების იმ შეკითხვას უპასუხა, თუ რატომ არ მოხდა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოება და რატომ არ არის სიაში დღემდე შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არც ერთი ოფიცერი და საოკუპაციო ძალების არც ერთი წარმომადგენელი.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა  კონსულტაციები შესაბამისს ორგანოებთან და არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ახლო პერიოდში გაიზრდება.

„რაც შეეხება, ყველასთვის პრინციპულ საკითხს  და განსაკუთრებით ჩემთვის, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის თანახმად, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა, მოხდა ამ რეზოლუციის მიღება და მთავრობას დაევალა თქვენი განკარგულებით მეგობრებო, რომ შეედგინა სია იმ არაადამიანებისა, რომლებაც ჩაიდინეს სასტიკი დანაშაული ქართველი მოქალაქეების წინაშე. აქვე შევთანხმდით ყველა და უნდა ვიხელმძღვანელოთ რა არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს არის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი იმისა, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა. ეს არის ამოსავალი წერტილი. მინდა აქვე გითხრათ, რომ თქვენ ვერ ნახავთ, ვერცერთ ჩემს გამოსვლას, ვერცერთ საერთაშორისო ტრიბუნიდან, რომ ეს საკითხი არ წამოეწიოს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის.

ახლა, რაც შეეხება საერთშორისო აქტივობებს: აშშ-მ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი რამდენიმე  დღის წინ, რომელიც ითვალისწინებს, პრეზიდენტის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგონებში ადამიანების უფლებათა უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართებით სანქციების დაწესებას და ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს ამისთვის.  მეორე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციები, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი სანქციები დაუწესონ.  მესამე, უკვე ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ ლიეტუვამ დააწესა ეს სანქციები. მეოთხე, ირლანდიის პარლამენტმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია.  მეხუთე, კანადის პარლამენტმა მიიღო მსგავსი რეზოლუცია და ეს ყველაფერი ქმნის იმ წინაპირობას, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში ამ სიის იმპლემენტაცია და დიახ მე გავიმეორებ, იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ და პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერ ჩემს სიტყვაზე და გიდასტურებთ, რომ არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს სია ახლო პერიოდში გაიზრდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის მიზანი ამ სიის, ჩვენ უნდა გვქონდეს უმაღლესი ბრალდების სტანდარტი, რომ ჩვენ მეგობრებს ჰქონდეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაგვეხმარონ ამ სიის ინპლემენტაციისთვის რეალურ ცხოვრებაში და ამას აუცილებად მივაღწევთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics