16:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:07:56, 1040 ნახვა

კომენტარი
​კილაძე ნანა კოსტავაზე: იმედი მაქვს, ასეთი არაადამიანური გამოვლინებები არასდროს აღარ იქნება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარი სოფო კილაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ გამოქვეყნებულ არაეთიკულ პოსტს გმობს. 

„თვითონ ფაქტი, ნამდვილად არის დასაგმობი იმიტომ, რომ შეიძლება ჩვენ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს კონკრეტული ადამიანი, მაგრამ როდესაც ის ადამიანი ასეთ ენით აღუწერელ ტრაგედიაში არის, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ყველა თანამოქალაქეს, მით უფრო მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ელემენტარული ადამიანობა მოეთხოვება. ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გადააყენეს საკრებულოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის არაადამიანური გამოვლინებები არ იქნება არასდროს, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან“, - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ნანა კოსტავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბლოგერს სალომე ბარკერს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს, 16 წლის და დაეღუპა. დეპუტატმა ბარკერის ვიდეო გააზიარა და დააწერა "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". მოგვიანებით, როდესაც საზოგადოებაში აღნიშნულმა პოსტმა უკმაყოფილება გამოიწვია, ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა და მოიბოდიში. მისი განმარტებით, მან არ იცოდა მოზარდის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან ბოდიშის შემცველი პოსტიც წაშალა. მოქალაქეთა ნაწილმა, გუშინ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ნანა კოსტავას გადადგომას ითხოვდნენ. დღეს, ქუთაისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ნანა კოსტავა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოსტავა საკრებულოს წევრის თანამდებობას ისევ იკავებს. ამასთან, სიძულვის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული პოლიტიკოსი გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს. 

ცნობისთვის, ეს არ არის დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული პირი არაეთიკური განცხადება. მსგავსი არაჰუმანური პოსტი მან "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროსაც გამოაქვეყნა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics