|
2015-06-30 17:09:43, 317 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ უნდა დააზარალოს
ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკამ არ უნდა დააზარალოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის გაუქმების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, კანონი იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. „ვფიქრობ, კანონი იქნება ისეთი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტთან და უსაფრთხოების ინტერესები დაბალანსებული იქნება სწორად გარკვეული სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად კონკრეტული პირების კერძო ცხოვრება და ასე შემდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკა არ უნდა ლახავდეს კონკრეტული ადამიანების პირად ცხოვრებას, ფუნდამენტურ უფლებებს. კონცეფცია ასეთი უნდა იყოს - ეს იქნება საჯარო სამსახურში თუ კერძო ცხვორებაში, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკამ არ უნდა დააზარალოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. კონცეფცია არის ამდაგვარი და ვფიქრობ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)