2019-05-31 10:33:38, 932 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს და ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
პრემიერი პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია და ინტერპელაციის წესის შესაბამისად, მას ორი კითხვა წინასწარ გადაუგზავნა. ოპოზიციის კითხვები საბანკო რეგულაციებს შეეხება.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დაიბარა. მმართველი პარტიის კითხვები სოციალურ საკითხებს უკავშირდება.
რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ის პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ცესკო-ს თავმჯდომარე 2019 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,