2019-05-30 17:36:54, 1283 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარის ღირებულება 2.8023 ლარი გახდა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8023 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7997 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.1209 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1236 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,