|
2019-05-30 14:44:53, 1126 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა აგროტურიზმის განვითარებისთვის
„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა, როგორ მოვიზიდოთ ახალი ტიპის ტურისტები, მათ შორის აგროტურიზმში. მსურს აღვნიშნო, რომ აგროტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტია, ეს არის ჩვენი მომავალი, სადაც შერწყმულია ჩვენი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსის ეფექტური გამოყენება, ახალი ტიპის ტურისტის მოზიდვა, მეტი ოჯახის ჩართვა ამ ბიზნესში და მეტი ინკლუზიურობა", - ამის შესახებ ნათია თურნავამ წინანდალში გამართულ ფორუმზე განაცხადა, სადაც კახეთის ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე ისაუბრა. „კახეთის რეგიონისთვის ასევე საინტერესოა სხვა მიმართულებები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" - ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ქონება, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია, უფრო მეტად ჩავრთოთ ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და ეკონომიკურ ბრუნვაში. ასევე საინტერესოა მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე მეღვინეობა, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები - კახეთი ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფერო, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები და ჩვენ ეს მიმართულებები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ" - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" რეგიონულ მნიშვნელობას, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. მისი შეფასებით, ეს არის წარმატებული პროგრამა, განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და არსებობს განვითარების პოტენციალი. „აქედან გამომდინარე, მთავრობა მიდის იმაზე, რომ შეღავათიან ფასად, თუნდაც, ერთ ლარად, ინვესტორს შესაბამისი ვალდებულებებით გადავცეთ სახელმწიფო ქონება, მიწის ფართი, რომ განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და ადგილობრივი ბიზნესი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)