10:40 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 13:18:28, 915 ნახვა

პოლიტიკა
შოთა გულბანი: „თიბისი ჯგუფი“ თუ მაგარია, კონკურენცია „ეიპიემ ტერმინალს“ გაუწიოს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, ქვეყანაში პორტების მშენებლობისთვის კონკურენტული გარემო სამართლიანია.

ექსპერტი საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მოგებიანობასა და მის ეკონომიკურ მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ „თიბისი ჯგუფს“ საქართველოში პორტების მშენებლობაზე ექსკლუზიური უფლება არ უნდა ჰქონდეს.

„ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაცემულა. ეს ეკონომიკის სამინისტროშიც დაადასტურეს. ეს იყო წინასწარი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც არ  გულისხმობდა იქ ფოთს პორტის მშენებლობას. რაც შეეხება „თიბისი ჯგუფს“, გაუგებარია რატომ აქტიურობს ასე ძალიან და რატომ უნდათ, რომ ექსკლუზიური უფლება ჰქონდეთ საქართველოში პორტების მშენებლობაზე. თუ მაგრები არიან, კონკურენცია გაუწიონ „ეიპიემ ტერმინალს“ და კონკურენტული გარემოს პირობებში მოიპოვონ დაფინანსება. რეალურად კითხვის ნიშნები დგას, საერთოდ, რამდენად მოგებიანია ანაკლიის პროექტი. მაშინ როცა დაფინანსება ვერ მოიძიეს და კრედიტორები ვერ ნახეს, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვენ კომერციულ ნაწილში რისკების დაზღვევას. ეს არის პროექტი, რომელსაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან და ახალ უნდათ, რომ სხვა პორტების მშენებლობა შეაფერხონ? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კონკურენტული ვითარება. ნებისმიერ პორტს, რომელიც დაფინანსებას მოიპოვებს, აქვს მშენებლობის უფლება და სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს კონკურენტული გარემოს ფუნქციები. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ეს არ ყოფილა ნებართვა, ეს იყო წინასწარი დოკუმენტი. ნებართვას საკმაოდ დიდი სამუშაოები სჭირდება“, - განაცხადა შოთა გულბანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics