|
2019-05-30 13:03:43, 1056 ნახვა
პოლიტიკა
სოსო არჩვაძე: საინტერესოა, როდის მისცეს „ანაკლიის კონსორციუმს“ ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზივზე გარანტია?!
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“-ს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას და მის შემდეგ განვითარებულ პროცესებს ეკონომიკის ექსპერტები ეხმაურებიან. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის განცახდებით, ეს დოკუმენტი გაცემულია ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ და მისი გაცემა არ ყოფილა შეთანხმებული ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან. მინისტრის განცხადებით ირკვევა, რომ ნებართვა გაცემულა ხარვეზებით და არა აქვს მიწის მეპატრონის, სახელმწიფოს (ქონების მართვის სამსახურის) თანხმობა. „დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომელიც სცილდება ეკონომიკის სფეროს და სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელიცაა. კარგია, რომ მის ბრძანებით, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის არასანქცირებული ნებართვის გაცემის გამო, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ასევე ნამდვილად დროულია და პრინციპული გადაწყვტილება, რომ ის პირები, რომლებიც ვერ ხედავენ ან სათანადადოდ არ აფასებენ ანაკლიის პორტის მშენებლობის სახელმწიფოებრივ, არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშველობას ქვეყნის მდგრადი, დინამიური და უსაფრთხო განვითარებისათვის, ვერ თუ არ ამჟღავნებენ სახელმწიფოებრივ ცნობიერებას და და თავიანთი ქმედებით თუ უმოქმედობით ჩრდილს აყენებენ, უშლიან ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციას, მათი ადგილი, ჩემი აზრით, არ არის სახელმწიფო, საჯარო სამსახურში“, - აცხადებს ექსპერტი. ამასთან მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს „ანაკლიის კონსორციუმის“ „შოკისმომგვრელი“ გამოხმაურებაც ამ თემაზე. „ ულტიმატუმებით საუბარი მუღებელია, მე არსად წამიკითხავს, რომ მათთვის ვინმეს მიეცი ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზივზე გარანტია. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოსვლა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. მითუმეტეს, ისეთი ინვესტიციების, რომელიც გაზრდის საქართველოს გეოსტრატეტგიული ფუნქციას და ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას ემსახურება. რაც მთავრობისგან ანაკლიაზე ვიცით ის არის, რომ ამ პ როექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70- მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით დასრულებული“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.
(NS)
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)