18:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 12:49:15, 1091 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: გლობალურ ტენდენციებთან ერთად, ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში, უნდა შემოვიტანოთ მეტი რეგიონული აქცენტი

„ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური  და საინვესტიციო პოლიტიკის მეტი ინკლუზიურობა - როცა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულია ყველა და  დოვლათს ქმნის ყველასთვის, თითოეული ოჯახისთვის. ამას, პირველ რიგში, უნდა მივაღწიოთ იმით,  რომ ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში შემოვიტანოთ მეტი რეგიონული აქცენტი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთში, წინანდალში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მინისტრის განმარტებით, მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ორიენტირებულია გლობალურ ტენდენციებზე, მაგრამ, ამავდროულად, მეტად იქნება გამოკვეთილი ჩვენი რეგიონების სიმდიდრე, მათი პოტენციალი და კონკრეტული რეგიონებისთვის მეტი პროექტების პორტფელები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე.

 „ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ კონკრეტული პროექტიდან მიღებული სიკეთეების შექმნასა და გადანაწილებაში, გავზარდოთ დასაქმება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას. ამ თვალსაზრისით კახეთი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. აქ შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი დარგი, რომელიც არ უნდა დავასახელოთ, თუმცა, არის კონკრეტული დარგები, სადაც უკვე დაწყებულია ახალი პროექტები და ჩვენგან ჭირდებათ მცირედი ხელშეწყობა მეტი განვითარებისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 ნათია თურნავა კახეთში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში  „კახეთი 2019" მონაწილეობს, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics