|
2019-05-30 12:05:08, 810 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის რატიფიკაცია ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი ნიშნულია
82 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - საკანონმდებლო ორგანომ საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. „საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მნიშვნელოვანი ნიშნულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, ასევე, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ევროჯასტთან მოლაპარაკებების პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და იგი დაგვირგვინდა მიმდინარე წლის 29 მარტს ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც გაფორმდა ჰააგაში და მას ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა და ევროჯასტის პრეზიდენტმა. უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმების სარატიფიკაციოდ წარდგენამდე მოლაპარაკებების პროცესს სრულად, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტრო. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოს საშუალება ეძლევა უფრო ეფექტურად განახორციელოს მართლმსაჯულების სისტემის ინტეგრირება ევროკავშირის სამართლებრივ სივრცეში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად უფრო გააძლიეროს კოორდინირებული ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან და ამ მიზნით გააგზავნოს ჰააგაში ჩვენი მხრიდან მეკავშირე პროკურორი“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
(R)
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)