18:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 11:47:31, 960 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობა რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული

"მნიშვნელოვანია რომ მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე „კახეთი 2019“ განაცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. 

„კახეთი არის ულამაზესი კუთხე საქართველოსი, თავისი უდიდესი ისტორიით, ტრადიციებით, ის არის აკვანი მეღვინეობის და მას აქვს უნიკალური წვლილი შეტანილი ჩვენს კულტურაში. მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება კახეთში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ გვაქვს კიდევ მნიშვნელოვანი პოტენციალი. განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა, მეღვინეობა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში, ვფიქრობ, მეტი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება ამ საკითხზე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics