18:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 11:41:11, 1042 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, პრობლემებით სავსე სტრუქტურა დაგვიტოვა

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა, - ამის შსახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე „კახეთი 2019“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ძლიერი რეგიონი ძლიერ ქვეყანას ნიშნავს და ამისთვის მიზანმიმართული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო. მისივე განცხადებით, მსგავსი ფორუმები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. 

„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში, ჩვენს ულამაზეს კუთხეში ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. სპეციალურად მინდა, ხაზი გავსუვა ამ სიტყვას - ტრადიციას, ვინაიდან აღნიშნული ფორუმი მომავალშიც, ყოველწლიურად გაიმართება. იცით, რომ ჩვენ, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონალურ განვითარებაზე. ჩვენ, გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქლაქეს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მემკვიდრეობაში გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა რეგიოანლურ განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვენელოვანი იყო 2018 წელი, განსაკუთრებით კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან სწორედ 2018 წელს რთველი, რომელიც ჩავატარეთ , ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა მოგვცა კონკრეტული შედეგი, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულიდან, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პორტენციალის 25% არის მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ამ ულამაზეს კუთხეში გავქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი. რაც მთავარია, ინკლუზიური განვითარების. ძალიან მიხარია, რომ დღეს დარბაზში ვხედავ ჩვენს მეწარმეებს, მიხარია, რომ ვხედავ უცხოელ მეწარმეებსაც, რომლებსაც სურვილი აქვთ საქრთველოში ინვესტიციები განახორციელონ. სწორედ, მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ, თქვენი თვალით ნახოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics