13:35 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 16:21:55, 772 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე აჭარის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში იმყოფებოდა.

ფრიდონ ფუტკარაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში ,,Ternopil Invest – 2019“. ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი იყო როგორც აჭარის, ისე ტერნოპოლის საინვესტიციო პროექტები და ტურისტულ - ეკონომიკური პოტენციალი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტთან გასული წლის დეკემბერში დამეგობრებულ ქალაქ პოჩაევოს ხელმძღვანელ პირებთან, რომლებთანაც დამეგობრებისა და თანამშროლობის ხელშეკრულებაა გაფორმებული. ურთიერთ გამოცდილების გაზიარების მიზნით დაისახა სამომავლო გეგმები, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის, ეკონომიკის მიმართულებით.

შუახევიის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში განხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების დარგის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მეფუტკრეების, მევენახეების, მეცხოველეების და სხვა სოფლის მეურნეობის დარგის მიმდევრების გაცვლითი პროგრამით ვიზიტები მეგობარ მუნიციპალიტეტში.

ვიზიტის ბოლო დღეს, 26 მაისს ქალაქ კრემენეცში ტრადიციული ყოველწლიური ფესტივალი ,, კრემენცის ქალაქის დღე“ გაიმართა. მოეწყო საზეიმო მსვლელობა და კულტურული ღონისძიებები, სადაც ქართული დროშის დემონსტრირებით მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას მიულოცეს ქართველი ხალხის ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ფრიდონ ფუკტარაძე იმედოვნებს, რომ აჭარის რეგიონსა და ტერნოპოლის მხარეს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობა ხელს შეუწყობს საქმიანი თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის განვითარებას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics