18:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 15:13:19, 846 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ლარის რყევა აუცილებლად აისახება ფასებზე, საჭიროა აქციზის გადასახადის შემცირება

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის დასტაბილურების ერთ-ერთი ეფექტური გზა აქციზის გადასახადის შემცირებაა.

ჭიაბერაშვილი მოუწოდებს მთავრობას, რომ "ევროპული საქართველოს" მიერ ინიცირებული პროექტი განიხილოს. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის ეს რყევა არ არის ერთ და ორ დღიანი, არამედ გაცილებით უფრო ხანგძლივი და ფუნდამენტურია. მთავრობამ უნდა დაიწყოს "ევროპული საქართველოს" მიერ არაერთხელ შეთავაზებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხილვა, რომელიც, პირველ რიგში, გადასახადების შემცირებას ითვალისწინებს და ყველაზე მნიშვნელოვანია აქციზის გადასახადის შემცირება. ლარის ასეთი რყევა აუცილებლად აისახება ფასებზე, პირველ რიგში საწვავის ფასებზე, რომელიც მერე ყველაფერ დანარჩენს, რასაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ყიდულობენ,  ჯაჭვურად გადაედება. ამიტომ, იმისათვის რომ ფასები იქნას შეკავებული, მნიშვნელოვანია აქციზის გადასახადის შემცირება. თუმცა, ევროპული საქართველოს ეს ინიციატივა , რომელიც ორჯერ იყო უკვე პარლამენტში განხილული,სხვა კომპონენტებს ითვალისწინებს და მთავრობამ ამის სასწრაფოდ განხილვა უნდა დაიწყოს, იმისათვის რომ იყოს მყისიერი რეაქცია იმ მდგომარეობაზე რაც ლარს და ქართულ ეკონომიკას ჭირს",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics