|
2019-05-29 14:34:45, 4762 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების 37-ე კურსის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კურსის დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და წარმატება უსურვა. „სამაგალითოა სერჟანტთა დისციპლინა და შრომისმოყვარეობა, სუბორდინაციის დაცვა, იქნება გარანტი თავდაცვის ძალების წარმატებისა. თქვენ გაქვთ საფუძველი მიაღწიოთ წარმატებას განათლებით, რაც უპირველესია თავდაცვის ძალებში. თანამედროვე გამოწვევებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება აკადემიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. „სერჟანტთა აკადემია ინსტიტუციურად სკოლიდან ცენტრად გარდაიქმნა და შარშან უკვე ჩამოყალიბდა როგორც აკადემია, სადაც თითოეულ თქვენგანს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვს. აკადემია უზრუნველყოფს ოთხ კურსს კარიერული სამი საფეხურისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდეს და მათ შორის, ნატოსთან მიმართებაში, მენტორობიდან პარტნიორობის თანამშრომლობაზე გადავიდეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტის კრედოც წარმოთქვეს, რის შემდეგაც დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აკადემიის პირად შემადგენლობას სახელფასო დანამატი უკვე გაეზარდათ წოდების მიხედვით 100 -დან 510 ლარამდე. ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების კურსის გამოშვების ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების კურსი ორ ეტაპად განხორციელდა. მსმენელებმა კურსის მიმდინარეობისას შეისწავლეს შემდეგი დისციპლინები: ლიდერობა, მეცადინეობის ჩატარების მეთოდი, სამხედრო ტოპოგრაფია, ტაქტიკის საფუძვლები, ცეცხლის მართვა და განაწილება, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, საპატრულო ოპერაციები და სხვა. აღნიშნული თემატიკის შესწავლა კურსდამთავრებულებს დაეხმარება თავიანთი კარიერული განვითარების გზაზე, სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, რათა მათ შეძლონ დაკისრებული მოვალეობების მაღალხარისხიანად შესრულება ათეულის მეთაურის თანამდებობაზე.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)