|
2019-05-28 15:54:30, 1510 ნახვა
სამართალი
პოლიციელი, რომელსაც არასრულწლოვანი ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს, დააკავეს
ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი, რომელსაც ქურდობაში მხილებული არასრულწლოვანი ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს, დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. „2019 წლის 28 მაისს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი კ. ქ. არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა კ.ქ.-მ ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის დროს, ქურდობაში მხილებულ არასრულწლოვან თ.ა.-ს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის დროს, დარტყმის შედეგად თ.ა.- გადავარდა სკამიდან და მოტყდა მარჯვენა ხელი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი კ.ქ. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც ითვალისწინებს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)