|
2019-05-28 15:26:58, 1034 ნახვა
რეგიონი
30 მაისს, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება
30 მაისს, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 8 სფეროში მოქმედი - 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი. დასაქმების ფორუმის მიზანი არის რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ. ფორუმზე წარმოგენილი იქნება რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა და დისტრიბუცია; მშენებლობა; სასტუმროები, რესტორნები და სამორინეები; ფინანსები და დაზღვევა; ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება. კომპანიების წარმომადგენლები, სამუშაოს მაძიებლებს მიაწოდებენ ინფორმაციას მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. ფორუმის მსვლელობისას დასაქმების სააგენტოს შრომითი კონსულტანტები სამუშაოს მაძიებლებს დაეხმარებიან სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებში და კონსულტირებას გაუწევენ რეზიუმეს მომზადებაში, გააცნობენ სააგენტოს დასაქმების მხარდაჭერით პროგრამებს. დეტალური ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.forum.hrajara.gov.ge
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)