18:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 13:41:01, 1172 ნახვა

კომენტარი
ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში, სახეზე იყო მცდელობა, როგორმე არეულობა მომხდარიყო

„ზუგდიდში, სადაც მე გახლდით წინასაარჩევნო პერიოდში, ყველაფერი აინტერესებდა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს - „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ზუგდიდის არჩევნების შედეგისა",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ძიძიგურმა 19 მაისის შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა

"სახეზე იყო ისევ რევოლუციური სცენარის განხორციელება, სახეზე იყო მცდელობა, რომ როგორმე არეულობა მომხდარიყო. ერთადერთი ქალაქი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ასეთი ტიპის სცენარი იყო შემოთავაზებული, ეს იყო ზუგდიდი. სხვაგან ყველგან არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად. მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე, მაგრამ იქაც ყველაფერი პოლიტიკური სტანდარტების დაცვით ხორციელდება.

ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალებიდან 27 წლის შემდეგ ისევ გვაქვს კითხვაზე პასუხი გასაცემი: ყველანი განვიხილავთ, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თუ ისევ რევოლუციებზე, სამხედრო გადატრიალებებზე ვფიქრობთ? ეს 2020 წლის არჩევნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მმართველი პარტიიდან დაწყებული და ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული, უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში არავითარი რევულიციისა და სამხედრო გადატრიალების მოხდენა აღარ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ამას მეტად ვეღარ გაუძლებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics