2019-05-27 15:11:34, 1448 ნახვა
სამართალი
პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი გაქურდეს
პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ოფისი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, ქურდობა რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფისში მოხდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ის მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან