|
2019-05-27 13:58:37, 1474 ნახვა
სამართალი
კოჟორიძე: სააკაშვილს, მერაბიშვილსა და კოდუას ვალერი გელაშვილისათვის 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ
„სააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუას, შს და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისათვის ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი განმარტებით, სარჩელი 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება. „დღეს მე და ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ნუნუკა კვანტალიანმა, მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ: მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტიელებით ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სახით დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. მათ შორის, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 100000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია. ჩვენი სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს“, - წერს კახა კოჟორიძე.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)