18:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 13:07:03, 1081 ნახვა

კომენტარი
მამა ზაზა: გვესმის, რომ აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მაგრამ არა დავით გარეჯის ხარჯზე

"კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობები, მაგრამ არა დავით გარეჯის ხარჯზე", - ამის შესახებ მამა ზაზამ "რუსთავი 2"-ის ეტერში განაცხადა. 

ამასთან, მამა ზაზას განცხადებით, ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია. მისივე თქმით, ხვალ სასულიერო პირები აქციის გამართვას გეგმავენ. 

„ჩაიკეტა ისევ მონასტრები, უდაბნოც, ჩიჩხიტურიც, გასამართლებელი საბუთი ამისთვის, ჩვენმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, რომ არის მოლაპარაკებები სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით თვითონ ადგილზე ანუ უდაბნოს მონასტერში. ჩვენ დავინახეთ ერთად, რომ ვერტმფრენი მართლაც მოფრინდა, ასე, რომ ეს სამუშაოები მართლაც შეიძლება ტარდებოდეს და შეიძლება ეს მიზეზი ასე ვთქვათ, გარკვეულწილად საპატიოდ ჩაითვალოს, მაგრამ ეს გრძელდება ძალიან დიდი ხანი. ჩვენ აზერბაიჯანთან, ძალიან კარგად გვესმის, რომ უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობები, მაგრამ არა დავით გარეჯის ხარჯზე... დაგეგმილი აქცია აზერბაიჯანის მხრიდან რომ არის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და არა სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაგეგმილი, ძალიან მარტივად არის ეს გასაგები იმიტომ, რომ სახელმწიფომ გუყვანა გზა სამოქალაქო აქტივისტებს. ამიტომ, ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ კავკასია ჩვენი საერთო სახლია, დავით გარეჯი კიდევ საქართველოა და გასაყოფი კიდევ დავით გარეჯი არ გვაქვს“, - აღნიშნა სასულიერო პრიმა. .

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics