|
2019-05-27 12:43:33, 1363 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია შეისწავლა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლიანა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ. "ეს ჯილდოები გადაეცემათ იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილება აქვთ და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ, რათა გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების მომსახურება უზრუნველყონ. ამ ჯილდოს გამარჯვებულები მომსახურების უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და ხარისხს უზრუნველყოფენ“,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ. შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს.
(R)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)