22:37 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 12:10:06, 897 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ საკუთარი პარტიის დაფუძნების შესახებ განაცხადა. 

შესაბამისი განცხადება დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ბესელიას გუნდში "ქართული ოცნებიდან" წასული კიდევ ორი წევრი გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან. 

„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა სამართლიანობისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარტიის დაფუძნების შესახებ ბესელიამ გასულ კვირაშიც ისაუბრა. მაშინ მან აღნიშნა, რომ მისი პარტია, ალტერნატიული ძალა იქნება, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics