|
2019-05-26 14:55:51, 874 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ქვეყანას მივცეთ სამუდამო საზღვრები
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, ქვეყანას მივცეთ სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა არ იქნება გამყარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. „როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვის, ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ახლახანს წამოვიწყე ჩვენს ორ პარტნიორთან ერთად. შესაძლოა, ამან გამოიწვია რაღაც შედეგები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთი მისია უკვე დაწყებულია, მეორე ალბათ ახლო მომავალში იქნება. საჭიროა, სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტრესების დაცვით მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს გამყარებული სამუდამო საზღვრები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)