|
2015-06-30 09:36:57, 611 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 245 - მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 245-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ მალანია, ამავე დეპარტამენტის, ასევე სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალწვეულთა ოჯახის წევრები. ცერემონიალის დასრულებისას წვევამდელები მამა ანდრეამ დალოცა. სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. წვევამდელები ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)