|
2019-05-25 14:03:08, 1522 ნახვა
ეკონომიკა
26 მაისს „ქართული ლუდის კომპანია“ ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს სს „ქართული ლუდის კომპანია“ ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე აღნიშნავს. „ქართული ლუდის კომპანიის“ კუთხე რუსთაველის კინო-თეატრის წინ იქნება განთავსებული და ყველა დაინტერესებულ ვიზიტორს სასიამოვნო გარემოს ჰპირდება. „ქართული ლუდის კომპანიის“ სივრცე ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. ერთი სივრცე მთლიანად ლუდს დაეთმობა, ხოლო მეორე - ბავშვებს. ლუდის სივრცეში ვიზიტორებს გააცნობენ ქართული ლუდის ისტორიას, ხარშვის მეთოდებს. უკეთ აღქმისათვის წარმოდგენილი იქნება ასევე ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალა, რათა ნებისმიერმა სტუმარმა ლუდის ისტორიის შესახებ და ზოგადად, ზედაზენში განთავსებული საწარმოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.
რაც შეეხება საბავშვო სივრცეს, ის დატვირთული იქნება სხვადასხვა პერფომანსებით. სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია საბავშვო სეგმენტშიცაა წარმოდგენილი და ამიტომ კომპანიისათვის ბავშვების აზრი უმნიშვნელოვანესია. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26 მაისს ვიდგეთ რუსთაველის გამზირზე და ჩვენს კუთხესთან მოსულ ვიზიტორებს, ჩვენი, პროდუქციის დაგემოვნებისა და ახლოს გაცნობის საშუალება მივცეთ. უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა, რომ 26 მაისი რუსთაველის გამზირზე ვიზეიმოთ. ყველას ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ველოდებით სს „ქართული ლუდის კომპანიის“ სივრცესთან, სადაც მრავალი სიურპრიზი გელოდებათ“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე. აღსანიშნავია, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მრავალი ღონისძება იქნება წარმოდგენილი.
(R)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)