2019-05-25 13:56:16, 1547 ნახვა
სამართალი
თბილისში, 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,