|
2019-05-25 10:52:17, 834 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აჭარის მთავრობის ორგანიზებით ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის აჭარაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ,,მთავრობა ბიზნესთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ გაატაროს ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ეროვნული დანაზოგების ზრდას და უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციის მოზიდვას. სწორედ ამიტომ არის ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მინდა დღესაც და მომავალშიც მეტი ყურადღება დავუთმოთ მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას, რადგან დასაქმების 65% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მოდის", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ტურიზმის განსაკუთრებულ როლზე აჭარის ეკონომიკაში. ,, აჭარის ეკონომიკაში წამყვანი არის ტურიზმი და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დასაქმების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბოლო 5 თვის მონაცემებს, ტურიზმიდან შემოსავლები უკვე მილიარდ დოლარს აჭარბებს. რეგიონში დაახლოებით 2-3 კვირის შიგნით ვაპირებთ, რომ 200 მილიონი დოლარის ახალი საინვესტიციო პროექტები გავხსნათ, დავათვალიეროთ და ჩვენი მიზანი არის საბოლოო ჯამში შეიქმნას 6000 სამუშაო ადგილი. ვიცი, რომ თქვენი როლი არის განსაკუთრებით დიდი. ჩვენი მთავრობა აჭარაში იქნება მაქსიმალურად ღია, კონსტრუქციული და ეფექტური. ყველა ის განკარგულება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისე, რომ ბოლომდე გამოირიცხოს კორუფციული რისკები, იყოს გამჭვირვალე ურთიერთობა და ამავე დროს, დაცული იყოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები'', - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა. შეხვედრის მონაწილეებს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. მომხსენებლებმა ისაუბრეს ხელვაჩაურის, გომარდულის, ციხისძირის განვითარების პერსპექტივებსა და არსებულ პოტენციალზე. ასევე გაიმართა პრეზენტაციები: აჭარის საინვესტიციო პოტენციალის კვლევის, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, კონკრეტული ბიზნეს-ქეისების, დაფინანსების და გრანტების შეთავაზება. შეხვედრაზე მყოფი ბიზნესმენები კონკრეტული საინვესტიციო ობიექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სპეციალური პრეზენტაციით გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომლის დროსაც დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, EBRD-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ,,აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას სულ 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)