|
2019-05-25 10:07:18, 1428 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 32 მოსამართლე დანიშნა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დასრულდა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსი 43 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. 69 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე 32 კანდიდატი გამწესდა. მათგან 27 მოქმედი მოსამართლე, ორი ყოფილი მოსამართლე, სამი კი იუსტიციის სკოლის მსმენელია. ამასთან, 29 მოსამართლე უვადოდ , სამი კი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამწესებული მოსამართლეების სრული სია კი ასეთია: 1. ხატია არდაზიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2. ნინო ყანჩაველი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 3.დავით ახალბედაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 4.მიხეილ გოგიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 5. ბესიკ ბუგიანიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 6. ვახტანგ მრელაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 7. პაატა სილაგაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია 8. ლერი თედორაძე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 9. ნიკოლოზ მარსაგიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 10. გიორგი მიქაუტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 11. ზაზა მარტიაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 12. ბესარიონ ტაბაღუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 13. ელისო ტუკვაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 14. გიორგი არევაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია 15. ეკატერინე გაბრიჩიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია 16. ლიანა ორკოდაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია 17. ჯუმბერ ბეჟანიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 18. კობა გოცირიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში 19. ნიკოლოზ მარგველაშვილი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 20. მარიკა ჩიტაშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლო 21.დავით კეკენაძე - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო 22. ლელა ჭინჭარაული - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში 23. ირაკლი აბშილავა - ზუგდიდის რაიონული სასამართლო 24. ფატი ფურცხვანიძე - ზუგდიდის რაიონული სასამართლო 25. მარინე ცერცვაძე - თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალიტეტში 26. ეკატერინე პართენიშვილი - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 27. ხათუნა ნადიბაიძე - მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 28. მამუკა ნოზაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 29. როინ კახიძე - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში 30. ალექსანდრე ლომიძე - სიღნაღის რაიონული სასამართლო 31. ლეილა გურგუჩიანი - ცაგერის რაიონული სასამართლო 32. ნაირა გიგიტაშვილი - ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში კონკურსის შედეგების მიხედვით 11 თანამდებობა ვაკანტური დარჩა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)