2015-01-23 10:49:19, 588 ნახვა
ეკონომიკა
ერთი დოლარის შეძენა 1.98 ლარად არის შესაძლებელი
ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ 3 ნიშნულით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 1 დოლარის შეძენა 1.9847 ლარად არის შესაძლებელი.
გუშინდელი კი, 1 დოლარი 1.9539 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ევროს, დღეს 1 ევრო 2.3076 ლარი ღირს, რაც გუშინდელ კურსზე 0.0471 ლარით მეტია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან