|
2019-05-23 14:45:00, 1130 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ჭიათურის მაღაროელებს და კომპანიას მიმართავს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა და კონფლიქტში ჩართულ ორივე მხარეს [მაღაროელებსა და კომპანიას] მოუწოდა დიალოგის შედეგად მისაღებ შედეგზე ჩამოყალიბდბენ. პრემიერის შეფასებით ჭიათურაში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის მაღაროელების სამართლიან მოთხოვნებს იზიარებს. "ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის უფლებები, უსაფრთხოება, ადგილზე სამედიცინო მომსახურება, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონდე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)