2019-05-23 12:04:09, 1279 ნახვა
სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში - დაიღუპა 4 ადამიანი
სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მთავარ მაგისტრალზე ერთმანეთს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან